Saturday, December 20, 2014

პროცენტების სამყაროში

  სასწავლო პროექტი

01. პროექტის სახელწოდება: ''პროცენტების სამყაროში''
02. პროექტის მთავარი იდეა თემა: პროცენტის ცნების ღრმად წვდომა და ტრანსფერი ყოფითი ამოცანების ამოხსნისას.
03. პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავებას, რაც მოსწავლეს დაეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში.
04. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ  ინფორმაციის გაგების დამუშავების ანალიზისა და შეფასების უნარები.
05. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
06. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
07. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით შეიძლება გააკეთონ პლაკატები, მოამზადონ რეფერატები, ფოტო მასალები, შექმნან ბლოგი.
08. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა, ინტერვიუ, ინტერნეტი.
09. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : მასწავლებელი უთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს, შოულობს რესურსებს და არწმუნებს მოსწავლეებს თემის აქტუალობაში. მოსწავლეები შეკითხვების დასმით აზუსტებენ დეტალებს მასწავლებელთან, შემდგომ კი სახავენ ამოცანებს, ინაწილებენ ფუნქციებს და ათანხმებენ ამ ყველაფერს მასწავლებელთან, ასრულებენ დასახულ საქმიანობებს და ანგარიშის პრეზენტაციას აბარებენ  მასწავლებელს. დასარულს პედაგოგი პროექტის პრეზენტაციის შემდგომ აფასებს მოსწავლეთა ჯგუფებს წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით. (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სიღრმისეულ შემეცნებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას.
11. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ი. ჯიშკარიანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  isojishkariani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: isojishkariani2.blogspot.com



























ტრიგონომეტრიული განტოლება და გაერთიანებული საქართველოს მეფეები

1.პროექტის სახელწოდება: ტრიგონომეტრიული განტოლება და გაერთიანებული საქართველოს მეფეები.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:ტრიგონომეტრიულ განტოლებათა ამოხსნის დაუფლება საქართველოს მეფეების: ბაგრატ მესამე,დავით მეოთხე და თამარ მეფის ისტორიული წარსულის ფონზე.
3.პროექტისაქტუალობა: პროექტიხელს უწყობს ესგ-ით გათვალისწინებული უნარ-ჩვევებისგამომუშავებას: მოსწავლე შეძლებს განტოლების გამოყენებით პრობლემის გადაჭრას, გააცნობიერებს საკუთარი ქვეყნის ისტორიული წარსულის მნიშვნელობას აწყმოსა და მომავლისათვის.
პროექთის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების უნარები.
მონაწილეთა ასაკი: x-კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა:-1თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვები გააკეთებენ პლაკატებს, მოამზადებენ რეფერატებს ,ფოტო-მასალებს , შექმნიან ბლოგებს.
8.პროექტისაღვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,, ინტერვიუ.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებითემის შერჩევის შემდეგ იწყებენ საინტერესო შეკითხვების ჩამოწერას ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში  შემდეგ ინაწილებენ შეკითხვებს ეძიებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
10.საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ესგ-სთან კავშირი: ისტორია    მათემატიკა
მოსწავლე ირჩევს და იყენებს განტოლების ამოხსნის სქემებს. ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას. პროექტზე მუშობისას უძლიერდება სამშობლოს ისტორიული წარსულის შესწავლის და პატივისცემის სურვილი. მოსწავლე ახდენს საგანთან შორისკავშირის დამყარებას, შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ  გამოყენებას.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ი. ჯიშკარიანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: isojishkariani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი: isojishkariani2.blogspot.com.
იზოლდა ჯიშკარიანი