Saturday, December 20, 2014

პროცენტების სამყაროში

  სასწავლო პროექტი

01. პროექტის სახელწოდება: ''პროცენტების სამყაროში''
02. პროექტის მთავარი იდეა თემა: პროცენტის ცნების ღრმად წვდომა და ტრანსფერი ყოფითი ამოცანების ამოხსნისას.
03. პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავებას, რაც მოსწავლეს დაეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში.
04. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ  ინფორმაციის გაგების დამუშავების ანალიზისა და შეფასების უნარები.
05. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
06. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
07. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით შეიძლება გააკეთონ პლაკატები, მოამზადონ რეფერატები, ფოტო მასალები, შექმნან ბლოგი.
08. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა, ინტერვიუ, ინტერნეტი.
09. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : მასწავლებელი უთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს, შოულობს რესურსებს და არწმუნებს მოსწავლეებს თემის აქტუალობაში. მოსწავლეები შეკითხვების დასმით აზუსტებენ დეტალებს მასწავლებელთან, შემდგომ კი სახავენ ამოცანებს, ინაწილებენ ფუნქციებს და ათანხმებენ ამ ყველაფერს მასწავლებელთან, ასრულებენ დასახულ საქმიანობებს და ანგარიშის პრეზენტაციას აბარებენ  მასწავლებელს. დასარულს პედაგოგი პროექტის პრეზენტაციის შემდგომ აფასებს მოსწავლეთა ჯგუფებს წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით. (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სიღრმისეულ შემეცნებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას.
11. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ი. ჯიშკარიანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  isojishkariani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: isojishkariani2.blogspot.com



























No comments:

Post a Comment